სკოლა “ინტელექტში” მარათონი “მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე” დაიწყო. მარათონის ფარგლებში პირველი ღონისძიება “დაეხმარე მეგობარს” მე-4 კლასებში გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა–ორგანიზატორმა ნინა პირაევამ, დამატებითი განათლებისა და ვოკალის პედაგოგმა ირინა ჭანკოტაძემ და მუსიკისა და ვოკალის პედაგოგმა ლელა ლილუაშვილმა გაუწიეს.
ღონისძიების მსვლელობისას მხიარული ესტაფეტები ჩატარდა, სადაც ბავშვებმა მოხერხებულობა, ურთიერთდახმარება და ფიზიკური მომზადება გამოავლინეს.