პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში სკოლა “ინტელექტს” ისანი–სამგორის რაიონის პროკურატურის წარმომადგენლები თამარ კერესელიძე და თამთა ნუკრაძე ეწვივნენ.
მათ მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებს ოჯახური ძალადობის და ნარკოტიკების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს მათ შეკითხვებს. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია მოსწავლეებსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის.