ფრინველების დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლა “ინტელექტის” მე–8ბ, მე–9ბ და მე–6 კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი შრომასა და ბიოლოგიაში ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზება ბიოლოგიის მასწავლებლებმა ლილი შაროვამ და მარინა ჩაბრავამ და შრომის მასწავლებელმა არუთინ პეტროსიანმა გაუწიეს.
გაკვეთილზე ნაჩვენები იქნა ვიდეომასალა, მოსწავლეებმა შეავსეს კროსვორდი, წარადგინეს პროექტები, საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ. სკოლის ეზოში ჩამოკიდეს ჩიტების სახლი, რომელიც გაკვეთილზე ააწყეს.