ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, სკოლა “ინტელექტის” მე–9ბ კლასში მოსწავლეებმა ნ. ბარათაშვილის “ბედი ქართლისა” გაითამაშეს.
ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა აზა ქადარიამ გაუწია.
დადგმას სკოლის დირექტორი ორესტ პესჩანენკო, დირექტორის მოადგილე ინგა გუზიტაშვილი, მე–9ბ კლასის დამრიგებელი ელენე პეტროსიანი ესწრებოდნენ.