სკოლა “ინტელექტში” ლიტერატურის დღეები გრძელდება.
დღეების ფარგლებში დღეს მე-5 კლასებში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნატალია სილანტიევას ორგანიზებით ღია გაკვეთილი “მე მეზღაპრე ვარ” ჩატარდა.
მე-8ბ კლასში ღია გაკვეთილი “მოწყალება სახლში იწყება” რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სვეტლანა აფაქიძის ორგანიზებით გაიმართა.
მე-5 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი დეკლამატორების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზება რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ელენე პეტროსიანმა გაუწია.