სკოლა “ინტელექტში” საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ხაზი გაიმართა.

ღონისძიებას ორგანიზება დირექტორის თანაშემწემ–საიტის ადმინისტრატორმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და პედაგოგმა–ორგანიზატორმა ნინა პირაევამ გაუწიეს.

პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დამოუკიდებლობის დღე სკოლის დირექტორმა ორესტ პესჩანენკომ მიულოცა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და სახელმწიფო დროშა აღიმართა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სკოლა ქართული დროშის ფერებში გაფერადდა. დიდ დასვენებაზე სკოლის რადიოთი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომი და ეთერი”–დან ნაწყვეტები და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საინტერესო ფაქტები გაჟღერდა.