სკოლა “ინტელექტის” მე–8ბ კლასში ღია გაკვეთილი “მეორე მსოფლიო ომის უბრალო ისტორიები” ჩატარდა.

ღონისძიებას ორგანიზება დირექტორის თანაშემწე, ისტორიის პედაგოგმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა გაუწია.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ომის დროს ადამიანების ისტორიები მოყვნენ: ანა ფრანკზე, ალექსეი მარესიევზე, ქრისტიან Х–ზე, ოსკარ შინდლერზე, ირენ სენდლერზე, ჰირო ონოდაზე, დეზმონდ დოსზე, სადაკო სასაკიზე, ჟაბინსკებზე და სხვებზე.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ორესტ პესჩანენკო, დირექტორის მოადგილე ინგა გუზიტაშვილი, მე–8ბ კლასის დამრიგებელი სვეტლანა აფაქიძე ესწრებოდნენ.