გაცნობებთ, რომ შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტში“ დაწყებულია რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებში სკოლა 2018 წლის 5 ნოემბრიდან წყვეტს საქმიანობას.
სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები გადადიან ახალგახსნილ შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტ-პლუსში“ (მისამართი – გრიშაშვილის N51).
სკოლა „ინტელექტ-პლუსში“ სარემონტო სამუშაოები 25 ოქტომბრისთვის დასრულდება, ხოლო 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს გადასვლა ერთი შენობიდან მეორეში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია.