დებულება წარმოადგენს შეთანხმებულ  დოკუმენტს, რომელშიც წარმოდგენილია კათედრის წევრების შეხედულებები იმის შესახებ, როგორია მათი ფუნქციები და მოვალეობები.

დებულების გარეშე კათედრის წევრთა საქმიანობა ხშირად უშედეგოა. დებულების შექმნა რამდენიმე მიზანს ემსახურება;

  • აახლოებს კათედრის წარმომადგენლებს
  • აძლევს მიმართულებას მუშაობაში, პროფესიული გზების დასახვაში
  • ახდენს პასუხისმგებლობის განაწილებას;
  • ახდენს გამოცდილების გაზიარების საშუალებას
  • დებულება ორიენტირებული უნდა იყოს მონაწილეობით მართვაზე და ითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღონისძიებების და ვალდებულებების ერთობლიობას.

მიმართულებები:

  • საგნობრივი ჯგუფის კოორდინაცია
  • გამოცდილების გაზიარება
  • სახელმძღვანელოს შერჩევა
  • პროფესიული განვითარება
  • რესურსების შერჩევა და შეფასება, ღონისძიებების დაგეგმვა
  • პროფესიული ღირებულებები და ვალდებულებები
  • ახალი მიდგომები

I კოორდინაცია

  1. მასწავლებლებს აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი ცოდნა
  • საფუძვლიანად ფლობენ საგანს, რომელსაც ასწავლიან და შეუძლიათ მისი სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
  • იციან, როგორ დაუკავშირონ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
  1. მასწავლებლებს ესმით ეროვნული სასწავლო გეგმის არსი
  • იცნობენ ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურას
  • შეუძლიათ საგნების ინტეგრირებულად სწავლება

 

 

  1. მასწავლებლები ხელს უწყობენ მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას კეთილდღეობას და თვითდამკვიდრებას
  • იციან როგორ შეუწყონ ხელი ბავშვის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. ჩამოუყალიბონ განათლების ეროვნული მიზნებით და ეროვნული სასწავლო გეგმებით  განსაზღვრული უნარ-ჩვევები, აუმაღლონ ცნობიერება ასაკიდან და განვითარების საფეხურის შესაბამისად;
  • შეუძლიათ მოსწავლეებს ჩამოუყალიბონ საკუთარი თავის რწმენა, სხვათა შესაძლებლობების შეფასების და აღიარების უნარი;
  • შეუძლიათ ასწავლონ მოსწავლეებს, როგორ ისწავლონ იოლად და სწრაფად, განავითარონ წიგნიერება და აზროვნება
  1. II. გამოცდილების გაზიარება
  • აქვთ უნარი კრიტიკულად შეაფასონ თავიანთი და კოლეგის პრაქტიკული საქმიანობა, სწავლების პრაქტიკა და იზრუნონ მის გაუმჯობესებაზე;
  • მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში (კათედრების მუშაობა, ტრენინგები, სასკოლო ქსელები).
  • ახდენენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და გამოცდილების გაზიარებით ეხმარებიან კოლეგებს და თავადაც სწავლობენ მათგან

III. სახელმძღვანელოების შერჩევა

  • სახელმძღვანელოებს ირჩევენ კათედრაზე, რისთვისაც იყენებენ შერჩევის კრიტერიუმებს (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა);
  • უზრუნველყოფენ სასკოლო ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარის არსებობას, იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილების შემდეგ დავალების შესრულება;
  • წაახალისებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩააბარებენ კარგად მოვლილ სახელმძღვანელოს
  1. პროფესიული ვალდებულება და განვითარება
  • მასწავლებლები იცნობენ საქართველოს განათლების პოლიტიკას და კონცეფციას, განათლების რეფორმის მიზნებს და ამოცანებს, აცნობიერებენ საკუთარ როლს, ადგილს და პროფესიულ ვალდებულებებს მათი განხორციელების დროს;
  • იცნობენ სასკოლო გარემოს, სკოლის დოკუმენტებს (მისია, კოდექსი, შინაგანაწესი, ბავშვთა უფლებების კონვენცია) და აცნობიერებენ მასში საკუთარ როლს;
  • ზრუნავენ სკოლის კულტურის განვითარებაზე, სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე;
  • აცნობიერებენ კათედრაზე, სკოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობას;
  • აცნობიერებენ მშობლების ინფორმირების მნიშვნელობას მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ზოგადი განვითარების შესახებ;
  • ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ განათლებაზე
  1. ახალი მიდგომები
  • მასწავლებლებს ქვთ უნარი შეადგინონ თანმიმდევრული, განვითარებადი სასწავლო პროგრამები, მიზნობრივად გეგმავენ სწავლების პროცესს შედეგებზე ორიენტირებული სწავლებისათვის
  • აქვთ სატანადო ცოდნა და უნარი დაასაბუთონ საკუთარი სწავლების შინაარსისა და სტილის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა საჭიროებათა;
  • მიზნობრივად იციან, როგორ გამოიყენონ მოსწავლეების მოტივაციისათვის სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და რესურსები;
  • არჩევენ სწავლების სწავლის ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც უკეთ შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს, სწავლების საჭიროებებს და საგნობრივი პროგრამების მოთხოვნებს
  1. საერთო ღონისძიებ აქვთ უნარი შეარჩიონ ინტეგრირებული თემები, დავალებები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს გაკვეთილის თემატიკის დაკავშირებას რეალურ ცხოვრებასთან;
  • საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე მოახდინონ მოსწავლეთა მოტივაცია
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგისათვის ერთად დაგეგმონ შეფასების ფორმები, აწარმოონ ჩანაწერები. მშობლებისათვის შედეგების გასაცნობად შეიმუშაონ შეფასების გარკვეული ფორმა.

კათედრის ხელმძღვანელის პორტფოლიოში:

  1. მასწავლებლის სტანდარტი;
  2. კათედრის სამოქმედო გეგმა;
  3. კათედრის დებულება;
  4. შეფასების კომპონენტები შესატყვისი რუბრიკებით;
  5. დაგეგმილი ღონისძიებების (ღია გაკვეთილი, პროექტის პრეზენტაცია, სხვა) გრაფიკი ;
  6. ინფორმაცია კათედრის წევრ მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
  7. კათედრის მუშაობის ამსახველი ყველა სახის მასალა (ფოტო, ვიდეო);
  8. კათედრის ჟურნალი