კერძო რუსულენოვანი სკოლა “ინტელექტი” 2006 წელს დაარსდა.
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს N 0731076 ლიცენზიისა და ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 18 იანვარს N2 გადაწყეტილების საფუძველზე მოიპოვა.
სკოლა საგანმანათლებლო მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთათვის სწავლის სასურველი ენა რუსულია. სკოლაში 17 ეროვნების 12 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს, სულ 350 მოსწავლე.
სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს. სწავლება საქართველოში გამოცემულ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და დამატებითი რუსულენოვანი ლიტერატურის მიხედვით მიმდინარეობს. სკოლაში ქართული და ინგლისური ენა პირველი კლასიდან მიმდინარეობს. 1–5 კლასების მოსწავლეებისთვის ხელმისაჭვდომია გახანგრძლივებული დღის ჯგუფი. სკოლაში ხუთდღიანი სასწავლო კვირაა, გაკვეთილები ერთ ცვლად, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე გრძელდება.
სკოლა “ინტელექტის” მეტროპოლიტენის სადგურ “ისნიდან” 5 წუთის სავალზე მდებარეობს (იხ. რუკა). სკოლიდან 50 მეტრში ავტობუსის გაჩერებაა, მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. სკოლა პარკის ზონაში მდებარეობს, გამწვანებულია, მისი ტერიტორია 2 ჰა–ზე მეტია. სკოლის ტერიტორია შემოღობილია, უზრუნველყოფილია მისი დაცვა და ვიდეომეთვალყურეობა.
სკოლის შენობა მე–19 საუკუნის დასაწყისში აშენდა და რეგულარულად რემონტდება. მოქმედებს ცენტრალური გათბობა. საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით. სკოლაში მოქმედებს ინფორმატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტები, რომლებიც მოსწავლეებს თეორიასთან ერთად გამოყენებითი მეცნიერების სწავლების საშუალებას აძლევს. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური ექიმი–პედიატრი და სკოლის ფსიქოლოგი ემსახურება. სკოლაში ყველა სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებია დაცული. მოქმედებს ბუფეტი და სასადილო.
სკოლა “ინტელექტის” პედაგოგები მაღალკვალიფიციურები არიან, ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართულები. პედაგოგების მაღალ პროფესიონალიზმზე გამოსაშვები გამოცდების შედეგებიც მეტყველებენ: მათემატიკა – საშუალო ქულა 9.43; ქართული ენა – საშუალო ქულა 9.41; ინგლისური ენა – საშუალო ქულა 7.68; ისტორია – საშუალო ქულა 8.86; ქიმია – საშუალო ქულა 9.23. მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც 10 ქულა მიიღეს 46%–ია, მაშინ როდესაც საქართველოში ეს რიცხვი 1%–ზე ნაკლებია. სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებს იკავებენ. სკოლის მოსწავლეები საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საფრანგეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში აბარებენ.
სკოლაში სწავლის ღირებულება თვეში 230 ლარია, 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე პერიოდში – 240 ლარი. 
სკოლის პირველ კლასში მიღება გასაუბრებისა და ფსიქოლოგიური ტესტირების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც ღია კარის დღეს ტარდება.
პირველ კლასში მისაღებად შემდეგი საბუთებია საჭირო: ა) დაბადების მოწმობა (არაქართულენოვანი დაბადების მოწმობის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); ბ) მშობლების პასპორტების ასლები; გ)ბავშვის პირადი ნომრის შესახებ ცნობა (გაიცემა იუსტიციის სახლში); ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა (“ფორმა 100”); განცხადება (იწერება სკოლაში).
სხვა სკოლებიდან მოსწავლეების გადმოყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგილაციების მიხედვით ხდება,
სკოლაში საინტერესო საზოგადოებრივი ცხოვრებაა. რეგულარულად ტარდება საგნობრივი დეკადები, საზეიმო ღონისძიებები, ღია გაკვეთილები, ტარდება საინტერესო ადამიანებთან – პოეტებთან, მწერლებთან, სახელმწიფო მოხელებთან შეხვედრები. ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სკოლის კლუბი. რეგულარულად ტარდება ექსკურსიები ბუნებაში, საქართველოს ისტორიულ ადგილებში, მუზეუმებსა და სახელმწიფო დაწესებულებში. მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წრეების ფუნქციონირება.
2016-2017 სასწავლო წელი 12 სექტემბერს იწყება.
სკოლაში ყოველთვის მოხარელები იქნებიან მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ტელეფონზე +995 32 274 88 10 (სამუშაო დღეები, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე) ან ფეისბუქ–გვერდზე www.facebook.com/schoolintellect (24/7).