სკოლა შექმნილია საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბავშვების სასწავლებლად, რომელთათვის რუსული ენა არის მშობლიური. სკოლა უწევს ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურეობას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მშობლები მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა  სამეწარმეო  სფეროში, აგრეთვე ჩვენ  თანამემამულეებს, რომლებიც ბრუნდებიან და გადმოაქვთ თავისი საქმიანობა საქართველოში. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების შვილებს.               

           სკოლის  მისია მდგომარეობს  განათლების სფეროში  არსებული  კანონმდებლობის რეალიზებაში. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნების შესამამისად.სწავლება  სამსაფეხურიანი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო)

                           აქედან გამომდინარე სკოლის მისიის ძირითადი ამოცანაა:

  1. შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს, ასევე განავითარებენ სხვადასხვა სფეროებში პოზიტიურ უნარ-ჩვევებს. მოახდენენ ცოდნის წარმატებით იმპლემენტაციას  და  გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციებში.
  2. დამატებითი სახელმძღვანელოების, მეთოდური ლიტერატურის, ინოვაციური პედაგოგიკისა, და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით პროგრამული მასალის გაფართოება და მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით.
  3. დამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას,მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები;

     4.მრავალფეროვანი სოციუმისა და სხვადასხვა  სოციალური ფენის მოსწავლეთა წარმომადგენლების პირობებში ადაპტირებული სკოლის პრინციპებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება;

  1. იზრუნოს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე,რათა შენარჩუნებული იქნას მაღალი აკადემიური სტანდარტიM

სწავლების მთავარი პრინციპია:  სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება, რაც გულისხმობს:

  • შეფასების საკუთარი ფორმების შემუშავებას;
  • საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაციას;
  • საგნობრივი კათედრების ფუნქციების გაძლიერებას;
  • მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლას;
  • შიდა სასკოლო, სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტების დანერგვასა  და მართვას;
  • უცხოური ენის (ინგლისური) და სხვა დისციპლინების გაღრმავებული სწავლების პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას;