სკოლის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა განხილულია და მოწონებულია  შრომითი კოლექტივის საერთო კრების მიერ  1სექტემბერს 2016წ.

დამტკიცებული სკოლის   დირექტორის მიერ
ბრძანება№_.__.09.20016

სკოლის.                 ო.პესჩანენკო
დირექტორი

2016/2017  სასწავლო წელი

შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტის”
შინაგანაწესი
2016/2017  სასწავლო წელი

შინაგანაწესის მიზანი

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლიის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ)  სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დღის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლის ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.

შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა სკოლის სასწავლო პროცესის ყველა მონაწილესათვის

თავი I
მუხლი 1. სკოლის მუშაობის ორგანიზაცია
1.ზოგადი დებულება
1.1 შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტის” (შემდგომში “სკოლა”) საქმიანობის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” და  განათლების სისტემაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზე.
1.2 სკოლის შინაგანაწესი ადგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.
1.3 სკოლის სრული სახელწოდება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტი”.
1.4 იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, 0105 გორგასლის ქ. #3
1.5 ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, 0113 ნავთლუღის ქ. #8
ელ. Fფოსტა     ინტელლეცტ.ინტელ@გმაილ.ცომ
საიტი        წწწ. სცჰოოლინტელლეცტ.ცომ
1.6 სკოლა წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რეგისტრირებულს 2006 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისის საგადასახადოს მიერ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 204521375.
1.7 სკოლას აქვს საკუთარი ბალანსი, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები, საკუთარი ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი, საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია).
1.8 სკოლა უფლებამოსილია, თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
1.9 ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვის უფლება სკოლას ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის №0731076 საფუძველზე.
1.10 საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 18 იანვრის №2 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით, სკოლას მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი; დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების პროგრამების განხორციელების მიზნით.
1.11 სკოლა შექმნილია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების  ზოგადი განათლების მიღების  რეალიზაციის მიზნით;
1.12 სკოლის დამფუძნებელია (პარტნიორი) ფიზიკური პირი ლაურა ძასოხოვა.
1.13 სკოლის დირექტორია ორესტ პესჩანენკო (თანამდებობაზე დანიშვნის ოქმი #2 25.12.2006წ).
1.14 დამფუძნებელსა (პარტნიორის) და დირექტორს შორის ურთიერთობა რეგულირდება საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტის” წესდებით (ოქმი #1 15.12.2006წ.).
1.15 სკოლა საკუთრების უფლებით ფლობს მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად 18352 კვ.მ (საკუთრების მოწმობა #445-ა 15.11.2007წ. გაცემული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ და ნასყიდობის ხელშეკრულებით #1-6527 08.06.2007წ.).
1.16 სკოლა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკანონმდებლო აქტებით;
1.17 სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით;
1.18 მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს სკოლის საშტატო ექიმი;
1.19 სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ_პოლიტიკური, რელიგიური მოძრაობებისა და ორგანიზაციების  სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.

2. ნებადართული საქმიანობა
2.1 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის წარმართვა;
2.2 სკოლაში შტატგარეშე და სახელობო სწავლების ნებაყოფლობითი    განხორციელება;
2.3 სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების გამართვა;
2.4 მოსწავლეთა კლუბების, სახელოვნებო და სპორტული წრეების ჩამოყალიბება;
2.5 მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებითი სახის პროექტებში (გრანტები,   კონკურსები, ოლიმპიადები, კონფერენციები და პროგრამები)
2.6 სამეწარმეო საქმიანობა. (რაც საქართველოს  კანონმდებლობით არაა აკრძალული და არ უშლის ხელს სასწავლო პროცესის ჩატარებას, არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურსა და ზნეობრივ განვითარებაზე).

                         

მუხლი 3. სკოლის მართვა და სტრუქტურა
 

3.1 სკოლის სტრუქტურა მოიცავს:
•    საზოგადოების პარტნიორთა კრებას;
•    დირექტორს;
•    სკოლის ადმინისტრაციას;
•    სკოლის პედაგოგიურ საბჭოს;
•    სკოლის მშობელთა კომიტეტს;
•    მოსწავლეთა თვითმართველობას.
სკოლის მართვის სტრუქტურა ასახულია სქემის სახით (იხილე დანართი №1)

3.2 საზოგადოების პარტნიორთა კრება არის სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო.
 საზოგადოების პარტნიორთა კრება ახორციელებს თავის მოღვაწეობას „შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ წესდების შესაბამისად.
საზოგადოების პარტნიორთა კრება
•    ნიშნავს სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (დირექტორს) და ბუღალტერს.
•    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ის ამტკიცებს წლიურ ანგარიშს;
•    გეგმავს სკოლის ბიუჯეტს და თვითონვე აკონტროლებს  სკოლის ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით;
•    განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

3.3    სკოლის უშუალო ხელმძღვანელობა აკისრია სკოლის დირექტორს, რომელიც ინიშნება საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ. მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის წესდების მოთხოვნების თანახმად. ის პასუხისმგებელია სკოლის მართვაზე.

დირექტორი
•    Aახორციელებს სკოლის ერთპიროვნულ მმართველობას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის შედეგებზე;
•    ახორციელებს ურთიერთქმედებას  საზოგადოების პარტნიორთა კრებასა და სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან;
•    ამტკიცებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო-სასწავლო გეგმებს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდირებულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, პედაგოგების საგნობრივი კათედრის მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
•    ამტკიცებს საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ადგენს ანაზღაურების ოდენობას;
•    მოქმედი კანონმდებლობისა და საშტატო განრიგის თანახმად, აწარმოებს თანამშრომელთა სამსახურში დანიშვნას (მიღებას) და მათ გათავისუფლებას;
•    უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში;
•    სკოლის დირექტორი ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინარულს სახდელებს;
•    უზრუნველყოფს შინაგანაწესისა და წესდების დაცვას;
•    მინდობილობის გარეშე მოქმედებს სკოლის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს;
•    დადგენილი წესით განკარგავს სკოლის ქონებას;
•    იღებს ზომებს სკოლის მატერიაულ-ტექნიკური, სასწავლო ბაზის მოვლაზე და პატრონობაზე
•    დებს ხელშეკრულებებსა და გასცემს მინდობილობებს;
•    გამოსცემს ბრძანებებსა და აძლევს განკარგულებებს, რომლებიც აუცილებელია სკოლის ყველა თანამშრომლისათვის;
•    პასუხისმგებელია სახელმწიფოს, საზოგადოების პარტნიორთა კრებისა და მშობლების წინაშე თავისი საქმიანობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ფუნქციონალური მოვალეობის, შრომითი ხელშეკრულებისა და სკოლის წესდების შესაბამისად.
•    თავისი საქმიანობაში ხემძღვანელობს თანამშრომელთა თანამდეობრივი ინსტრუქციებით, სკოლის დირექტორის ეთიკური კოდექსით ურთიერთობის დადგენილი პრინციპებით მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მიმართებაში

3.4    სკოლის ადმინისტრაცია წარმოდგენს მუდმიდ მოქმედ ორგანოს, რომელიც ოპერატიულად ახორციელებს სკოლის მართვას და კონტროლს თავის კომპეტენციის ფარგლებში. შედგება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელისაგან (დირექტორი), მოადგილეებისაგან და ბუღალტერისაგან.

    დირექტორი:
ზემოაღვნიშნული პუნქტის (პ. 3.3) მოვალეობების გარდა დირექტორი

ხელმძღვანელობს:
ა) მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთების აღზრდას;
ბ)    მოსწავლეთა ეთიკურ და ესთეტიკურ აღზრდას;
გ)    ხელს უწყობს ადამიანთა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებას;
დ) სამართლებლივ აღზრდა–განათლებას, სამართალდამრღვევთა პროფილაქტიკის მიზნით წარმოებულ მუშაობას;
ე)  მოსწავლეთა ეკოლოგიურ განათლებას;
ვ)  მოსწავლეთა ზნეობრივი კულტურის აღზრდას, სინდისის თავისუფლებასა და სხვა სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
ზ)     მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას:
თ)  სასკოლო და სკოლის გარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას.

პერსონალურად აგებს პასუხს:
•    ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიულ აქტების    შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
•    სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების შენახვაზე, სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა –პატრონობასა და განვითარებაზე;
•    მოსწავლეთა ჩარიცხვა ამორიცხვასა და ანბანური წიგნის წარმოებაზე;
•     ბრძანებების  დროულად დაწერა-გაფორმებაზე;
    

მოადგილე სასწავლო-აღმზდელობით დარგში
პერსონალურად აგებს პასუხს და უზრუნველყოფს:
•    არის უშუალო ხელმძღვანელი ყველა სკოლის თანამშრომელთათვის;
•    უშუალოდ ხელმძღვანელობს სასწავლო ნაწილისა და პედაგოგი-ორგანიზატორის მუშაობას;
•    უზრუნველყოფს სკოლაში ჯანსაღი, ზნეობრივი, მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნასა და დამკვიდრებას; პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას;
•    ხელს უწყობს მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, ეკოლოგიურ განათლებას, ასევე სხვა კულტურისა და სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას;
•    უზრუნველყოფს მუშაკებისა და მოსწავლეთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესის შესრულებას;
•    აკონტროლებს მასწავლებლის მიერ ქცევის კოდექსის განუხრელ შესრულებას;
•    უზრუნველყოფს  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრული  ძირითადი პრინციპების განხორციელებას;
•    აკონტროლებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტების შესრულებას;
•    ადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტს და წარუდგენს დირექტორს განსახილვებლად;
•    უზრუნველყოფს სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;
•    კათედრის თავმჯდომარეებთან, სასწავლო ნაწილის გამგესთან და სასწავლო პროცესის მენეჯერთან ერთად ადგენს მასწავლებელთა საათების სავარაუდო განაწილებას და დირექტორს წარუდგენს განსახილვებლად;
•    უზრუნველყოფს კათედრების გამართულ და ეფექტურ მუშაობს;
•    ხელს უწყობს სწავლების და სწავლის ახალი მეთოდების დანერგვას, შეფასებასა და განვითარების გეგმის შედგენას;
•    ორაგანიზებას უწევს მასწავლებლეთან მეთოდურ საქმიანობას;
•    აკონტროლებს იმ მასწავლებელთა საქმიანობას, რომლებმაც ჩაერთნენ პროფესიული განვითარების სქემაში;
•    დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას;
•    უზრუნველყოფს სასწავლო გეგმების შეთანხმებას, კორექტირებასა და შესრულებას;
•    ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობით, წრეების, კონკურსების, ოლიმპიადების და პროექტებზე მუშაობას;
•    კონტროლს უწევს ჟურნალის წარმოების სიზუსტეს;
•    იბარებს სასწავლო ნაწილის გამგისა და სასწავლო პროცესის მენეჯერის ანგარიშებს, ადგენს საერთო ანგარიშს;
•    ხელმძღვანელობას უწევს სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის მუშაობას;
•    ადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს;
•    ასრულებს მორიგე ადმინისტრატორის ფუნქციას სკოლის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია:

•    დაესწროს ნებისმიერ გაკვეთილს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების, ცოდნის დონის შემოწმების და გაკვეთილის ანალიზის გაკეთების მიზნით;
•    იმუშაოს პედ.პრაქტიკის გასავლელად მოვლენილ სტუდენტებთან, დამწყებ და სტაჟიორ პედაგოგებთან;
•    არსებული მტკიცებულებებისა და დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში განახორციელოს მოსწავლეთა ჩხრეკა მათი ღირსების შეულახავად;
•    ითანამშრომლოს სკოლის გარეშე დაწესებულებებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი საქმიაობის ხარისხის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიზნით და სხვა საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლეთა სწავლასა და აღზრდასთან;
•    დაიცვას მოსწავლეთა, სკოლის თანამშრომელთა და საკუთარი კანონით განსაზღვრული  უფლებები;
•    კორექტივები შეიტანოს მასწავლებელთა სასწავლო გეგმებში;
•    აიმაღლოს საკუთარი კვალიფიკაცია;
•    მონაწილეობა მიიღოს სკოლის ღონისძიებების ჩატარებაში;
•    დაავალოს მასწავლებლებს შეასრულონ მოთხოვნები, განკარგულებები,
რომლებიც კავშირშია მათ მოვალეობებთან;
•    დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს სკოლის დირექტორის მოვალეობები დირექტორის ბრძანებით.

დირექტორის  მოადგილე  სამეურნეო  დარგში

•    სკოლის მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი;
•     ხელმძღვანელობს სკოლის უმცროსი მომსახურე პერსონალის მუშაობას;
•    პასუხისმგებელია სკოლის შენობის და სასკოლო ქონების მოვლა-პატრონობაზე სასწავლო პროცესის მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;
•     სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით ევალება შესყიდვის კორდინატორის ფუნქცია;
•     უზრუნველყოფს სკოლის შენობაში, ეზოს და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
•    პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე;
•    აწარმოებს კონტროლს (დარაჯებს შორის ) ინვენტარის ყოველდღიური გადაბარების ჟურნალზე.
•     თავისი საქმიანობის შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე;

ბუღალტრისUუფლება მოვალეობები:

•    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა–ანგარიშებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგინს სკოლის დირექტორს.
•     შეიმუშავებს სკოლის საფინანსო_სამეურნეო პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
•    ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების, აგრეთვე არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას.
•    ოპერატიულ ხემძღვანელობას უწევს იმ გადაუდებელ სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
•    მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლას ამარაგებს  საჭირო დგამ-ავეჯით  ინვენტარ- მოწყობილობით.
•    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობას.

ბუღალტერი პასუხისმგებელია:
•    ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროულ ათვისებასა და ანგარიშგებაზე.
•    მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე:
•    ინვეტარიზაციის მაღალ დონეზე და განსაზღვრულ ვადებში ჩატარებაზე და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
•    ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნის წარმოებაზე.
•    ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენასა და შესაბამისი სამსახურებისათვის დროულ წარდგენაზე; ხელფასების დროულ გამოწერაზე;
•    ბანკთან ანგარიშსწორების წარმოებაზე;
•    დამფუძნებელთა სხდომებზე ნახევარწლიური და წლიური ანგარიშის წარდგენაზე.
•    აკონტროლოს სკოლის ინვენტარის  შენახვა და  მოვლა- პატრონობაზე
•    კლასის ხელმძღვანელების  სკოლის ინვენტარის მიღება- ჩაბარების დალუქული წიგნის წარმოებაზე.
•     სახელფასო ფონდის, ხარჯთაღრიცხვის, ტარიფიკაციის და ბალანსის სკოლის დამფუძნებლებისათვის განსახილველად წარდგენაზე.
•    აწარმოოს ანგარიშწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება, ყოველი წლის ბოლოს  მოახდინოს შედარება საგადასახადო ინპექციასთან.
•    სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობაზე.  შემოწირული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

    
პედაგოგიური საბჭო
3.5  პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი.
•    პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (დირექტორი), რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
•    პედსაბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
•     საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;’
•    გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;
•    საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედსაბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:
•    ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით,  ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმებს;
•    ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხას, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად (მასწავლებლის/საგნობრივი კათედრის მიერ შერჩეულს).
•    სემესტრის ბოლოს განიხილავს საგნების სწავლებისა და სემესტრის შედეგებს და შეიმუშავებს სამომავლო ამოცანებს.
•    საგნების სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას
•    განიხილავს ყველა სხვა საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია სკოლაში სასწავლო პროცესისა და დისციპლინის გაუმჯობესებას, პედაგოგიური საბჭოს წლიური გრაფიკისა და თემატიკის თანახმად.

სკოლის მშობელთა კომიტეტი.
3.6 სკოლის მშობელთა კომიტეტი ირჩევა ყოველი კლასის მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებისაგან. სკოლის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე  არის სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი და მას აქვს სათათბირო ხმის უფლება.
სკოლის მშობელთა კომიტეტი შედგება ყოველი კლასის მშობელთა კომიტეტიდან არჩეული წარმომადგენლებისგან. მათი რიცხვიდან ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარე (რომელიც არის სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი და მას აქვს სათათბირო ხმის უფლება) და მდივანი.
სკოლის მშობელთა კომიტეტი ხელს უწყობს სკოლისა და ოჯახის ძალ-ღონის გაერთიანებას მოსწავლის აღზრდისა და განათლების საკითხებში, ეხმარება სოციალურად დაუცველი ბავშვების დადგენასა და მათ დახმარებაში.
სკოლის მშობელთა კომიტეტს უფლება აქვს:
•    განიხილოს  ყველა საკითხი, რომლებიც ეხება სკოლის ცხოვრებას და მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების სახით;
•    მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე, შესთავაზოს დამატებითი საგნების დანერგვა;
•    განიხილოს კანდიდატები და დაამტკიცოს იმ მოსწავლეთა სია, რომლებსაც ესაჭიროება მატერიალური დახმარების გაწევა;
•    აწარმოოს სხდომების ოქმები, რომლებიც ინახება სკოლის კანცელარიაში.
 
მშობელთა კომიტეტის წინადადებები უნდა განხილონ თანამდებობის პირებმა და შემდგომში შეატყობინონ განხილვის შედეგები მას.
მოსწავლეთა თვითმმართველობა

3.8 სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ერთი თვითმმართველობა; საბაზო-საშუალო საფეხურის თვითმმართველობა.

•    მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
•    საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმართველობას.
•    მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმართველობაში  ირჩევენ  თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა)  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს  1 თვის ვადაში
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების  ჩატარების თარიღს ნიშნავს  სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გ)  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით.
•    საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს.
•    საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, შესაბამისად მოსწავლეთა  თვითმართველობაში ასარჩევად. Gგამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც  შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.
•    მოსწავლეები,  რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.
•    თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევენ  თვითმმართველობის პრეზიდენტს.
•    Aმოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა)    შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
ბ)    უფლებამოსილია, სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს  წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით.
გ)    წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

თავი II
სასწავლო პროცესი
მუხლი 4. სასწავლო პროცესს საფეხურები
სკოლა სასწავლო პროცესს განხორციელებს სრული ზოგადი განათლების   სამ —  დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის შესაბამისად და მოიცავს თორმეტწლიან სწავლებას.

     ს ა ფ ე ხ უ რ ე ბ ი
    დაწყებითი          საბაზო         საშუალო
კლასები    I    II    III    IV    V    VI         VII    VIII    IX         X    XI    XII

4.1 დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;   
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.
 პირველ კლასში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით:
ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს  (3-5 წთ);
გ) გაკვეთილი მიმდინარეობს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, სასწავლო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.

4.2  საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;  
ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
4.3  საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად)
გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

1.    ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით.
2.    სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და  საგაკვეთილო ცხრილს.
3.    სწავლება სკოლაში მიმდინარეობს  რუსულ ენაზე
4.    დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების დასრულება ხდება კურსდამთავრებულთა სავალდებულო საბოლოო ატესტაციით. მოსწავლეებმა, რომლებმაც დაამთავრეს 12 კლასი და წარმატებით ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები, მიიღებენ სახელმწიფო ნიმუშის საგანმანათლებლო დოკუმენტს საშუალო განათლების შესახებ. მე 9 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო ნიმუშის ატესტატი საბაზო განათლების შესახებ ან გააგრძელონ სწავლა განათლების საშუალო საფეხურზე.  
5.    მოსწავლეები გადაიყვანებიან მომდევნო კლასში და საფეხურზე პედსაპჭოს გადაწვეტელებით, თუ სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები და შეფასული არიან  “5”-ით და მეტი ქულით.
6.     სკოლაში მოსწავლეთა მიღების, მომდევნო კლასში გადაყვანის, დატოვებისა და გარიცხვის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
7.    სასწავლო პროცესის მოსწავლეთა უფლება მოვალეობები რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის მშობელსა (კანონიერი წარმომადგენელს) და სკოლის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
8.    სასწავლო პროცესის  განხორციელების ძირითადი სტრუქტურული ერთეულია კლასი.
9.    კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური  რაოდენობა განისაზღრება სანიტარული ნორმებით და არ უნდა აღემატოს 25-ს.
10.    სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებს კლასებში  ბრძანებით ანაწილებს სკოლის დირექტორი.
11.    თითოეულ კლასს  ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ერთი სასწავლო წლით ნიშნავს სკოლის დირექტორი
12.    სადამრიგებლო პროგრამა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
13.    კლასის დამრიგებლის უფლება_მოვალეობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმითა და შინაგანაწესით.

4.4 კალენდარი   
 სასწავლო წელი იწყება 2016 წლის 12 სექტემბერს და სრულდება 2017 წლის 9 ივნისს, გარდა XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაამთავრებენ სასწავლო წელს განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
 სასწავლო წელი ითვალისწინებს  ორ სემესტრს.  I სემესტრი იწყება 2016 წლის 12 სექტემბერს და მთავრდება 23 დეკემბერს, II სემესტრი იწყება 2017 წლის 9 იანვარს და მთავრდება 9 ივნისს.
    ზამთრის არდადაგები დაიწყება 2016 წლის 26 დეკემბერს და დასრულდება 2017 წლის 6 იანვარს. პირველი კლასის მოსწავლეთათვის ოქტომბრის ბოლოს დამატებით გამოიყოფა ერთკვირიანი არდადაგები.
    შუალედური არდადაგები დაიწყება 2017 წლის 20 თებერვალს და დასრულდება 2017 წლის 24 თებერვალს
 სააღდგომო არდადაგები დაიწყება 2017 წლის 13 აპრილიდან და დასრულდება 2017 წლის 18 აპრილს.

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

1.    I გაკვეთილი         9.00 – 9.45
2.    II გაკვეთილი        9.50 – 10.35
3.    III გაკვეთილი         10.40 – 11.25
4.    IV გაკვეთილი         11.40 – 12.25
5.    V გაკვეთილი         12.35 – 13.20
6.    VI გაკვეთილი         13.25 – 14.10
7.    VII გაკვეთილი         14.15 – 15:00

გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად და შიდა სასკოლო გაკვეთილისათვის მოსამზადებელი ან/და გაკვეთილების შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდით.
სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;
სკოლის სასწავლო წელიწადი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 180 დღით, რომელიც იყოფა 2 სემესტრად. სემესტრის დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის შემადგენელ ნაწილს.
სასწავლო დღეების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებისათვის შეიძლება სამუშაო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს პედაგოგიურ საბჭოსთან და დადგენილი დირექტორის ბრძანებით.
 4.5 მოსწავლეთა შეფასება სკოლაში

1.    სკოლაში გამოიყენება ძირითადად ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

4.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

    განმავითარებელი    განმსაზღვრელი
მიზანი    სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა    სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი    სწავლის პროცესი
    სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება     წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.    მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა    კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით – რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)    იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები     თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.    ქულა

•    განმსაზღვრელია  როდესაც მასწავლებელი ნიშანს უწერს მოსწავლეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება, ეს ნიშანი განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევის დონეს
•    განმავითარებელია   როდესაც მასწავლებელი შეფასების ისეთ ფორმას იყენებს, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევის დონის განსაზღვრაში ეხმარება, არამედ განვითარებაშიც – ეს განმავითარებელი  შეფასებაა.
•    განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმაა კომენტარები, რომელიც სემესტრის განმავლობაში ან ბოლოს, ან რომელიმე დავალების შესრულების შემდეგ იწერება და რომელიც აღწერს ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამავდროულად შეიცავს რეკომენდაციებს მიღწევების გაუმჯობესების თაობაზე.
•    განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია შეფასების ცხრილების (რუბრიკების) გამოყენება.
•    მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მუდმივად გამოყენება სწავლის პროცესში.
•    რეკომენდებულია, რომ განმავითარებელი შეფასების წილი სასწავლო პროცესისას უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელის.

4.6 შეფასების სისტემა
ათქულიანი. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი _დაბალი
1.    დაწყებით საფეხურზე I-V კლასში შეფასება ხდება  ჩათვლის წესით, თითოეულ მოსწავლეზე კლასის დამრიგებელი წერს შემაჯამებელ კომენტარს ტექსტის სახით, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებსა და მისცემს რჩევევბს საკუთარი შესაძლებობების უკეთ წარმოჩენისათვის.
2.    V-XII კლასებში მოქმედებს ნიშნის დაწერის ათქულიანი სისტემა ხუთი დონის მიხედვით. 9,10 _მაღალი დონე, 7,8 –საშუალოზე მაღალი დონე, 5,6 — საშუალო დონე, 3,4 — საშუალოზე დაბალი, 1,2 – დაბალი.
3.    V-XII კლასებში საგანში სპორტი მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/ არ ჩაეთვალა.
4.    XI კლასში საგანში ”საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სასტემით” ჩაეთვალა/ არ ჩაეთვალა
5.    დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
6.    მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

მოსწავლე ფასდება ოფიციალური სტატუსის მქონე შემდეგი  ნიშნებით:

•    საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები _მოსწავლის აკადემიური ცოდნისა და უნარის შეფასება
•    საგნის სემესტრული ნიშანი _ საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში.
•    საგნის წლიური ნიშანი _ სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში საშუალო არითმეტიკულით
•    საერთო საფეხურის ნიშანი _ ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

მუხლი 5. მოსწავლის  შეფასებისა და კლასიდან კლასში გადაყვანის წესი

1.    კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება ექნება დამაკმაყოფილებელი ქცევის იმ მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით დაამთავრებენ კლასს და საფეხურს, რომელთა  კლასის დამთავრების ან საფეხურის საბოლოო ქულა იქნებათ 5,1-ი და მეტი. საქართველოს ნაციონალური სასწავლო გეგმის თანახმად მოსწავლის მე 10 კლასში გადამსვლელი ქულა დგინდება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით და შეიძლება იქნეს აწეული მაგრამ არაუმეტეს 6.1 ქულისა თითოეულ საგანში.  
2.    გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, თუ მოსწავლეს აქვს შეფასება 5,0-ზე მეტი  და 5,1-ზე ნაკლები ქულა, მას ეწერება 5,1.

3.     მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდება დადებითი სემესტრული ქულების საფუძველზე თუ მისი წლიური ქულა 5,0-ი და  მეტია

4.    მოსწავლე რომელსაც ერთ ან  რამდენიმე საგანში ექნება უარყოფითი  შეფასება (4.5 ქულაზე ნაკლები) აბარებს  საშემოდგომო გამოცდას, რომელსაც მასწავლებლის მიერ უტარდება დამატებითი გაკვეთილები  ზაფხულის პერიოდში და  ეძლევა კონკრეტული დავალებები.

5.    მოსწავლე, რომელსაც აქვს “საშემოდგომო”, აბარებს გამოცდას ადმინისტრაციის მიერ შექმნილ კომისიას სასწავლო წლის დაწყებამდე 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.    მოსწავლე, რომელიც თუნდაც ერთ საგანში არ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას  რჩება იმავე კლასში

7.    თუ მოსწავლე შეუფასებელია ერთ სემესტრში ან გაცდენები ჯამურად დაუგროვდა ზღვარზე მეტი აბარებს ექსტერნის წესით გამოცდას, საბაზო და საშუალო საფეხურზე – სკოლაში, ხოლო 12-ე კლასელები —  რესურს ცენტრის მიერ მითითებულ ადგილას.   

 მუხლი 6. შეფასება და გაცდენები

1.    საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
2.    საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და  განსაზღვრულია, რომ  ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი – საგნის სემესტრული და ერთი – გამოცდის)  ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემესტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდა განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს
 შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5,0 ან მეტი, ეს ქულა დაფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღები სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე.
ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში გასხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში,  განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).
3.    საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი  საგნების  წლიური ქულები და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;  
 დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო ქულის
გამოთვლისას.

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).
გ) მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის საათის გაცდენა, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. ამასთან, აბიტურის გაცდენილი საათები არ იანგარიშება ა) და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.  
დ)სკოლის დირექტორი ვალდებულია დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ  წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენის ფაქტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ.
 
  ეს ნორმა არ ეხება შეზღუდული შესაძლებელობების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც შესაძლოა, იღებდნენ საგანმანათლებლო მომსახურებას სახლის/საავადმყოფოს პირობებში და/ან სწავლობენ სკოლის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული ფორმით.
                                  
მუხლი7. სკოლა ვალდებულია
კანონით დადგენილი წესით სკოლა პასუხს აგებს:
•    მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის შეუსრულებლობაზე.
•    ნაციონალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არასრულ რეალიზაციაზე, მოსწავლეების განათლების ხარისხზე.
•    სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.
•    სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების უფლებების დაცვაზე

 მუხლი 8. შიდა კონტროლის წესი

_ ტესტებით, საკონტროლო წერებით, შიდა გამოცდებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებით მოსწავლეთა ცოდნისა და მასწავლებლის შრომის ნაყოფიერების შემოწმება;
_ გაკვეთილებზე დასწრების ორგანიზება და მისი შედეგების განხილვა ცალკეული კათედრებისა თუ პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე;
_ ცალკეულ პედაგოგთა და კათედრის გამგეთა ანგარიშის მოსმენა გაწეული საქმიანობის შესახებ;
_ გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრება. ინოვაციების დანერგვა _ განზოგადება.
_ თითოეული პედაგოგის გაკვეთილისათვის მზადების პერიოდული შემოწმება.
_ მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში და შედეგების ანალიზი.

თავი III.
 მუხლი 9. სასწავლო პროცესის მონაწილენი
სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების  სხვა მოსამსახურენი
9.1 მოსწავლეთა ჩარიცხვა  სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2016-2017 ს.წ. ძოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების უფლება აქვთ  იმ პირებს, რომელთაც 2016 წლის 15  სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.
  დაწყებით სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწვლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
•    განცხადება
•    მოსწავლის  2 ფოტოსურათი
•    დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
•    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
•    სამედიცინო ცნობა (ფორმა 100)
•    მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
•    ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებო მომსახურებისა და მოვლის პირობების შესახებ
1.     პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება მათი მშობლების განცხადებების საფუძველზე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა უკვე აჭარბებს სკოლაში განთავსებული სახელმწიფო დაკვეთის ზღვრულ ოდენობას.
2.     მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან დასაშვებია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (მობილობის წესი) საფუძველზე. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მშობელი   ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება. Mმობილობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და სკოლის მოთხოვნებს. სკოლის მოთხოვნა გულისმობს, რომ მობილობის მსურველს ჰქონდეს შეფასება Kყველა საგანში  – არანაკლებ 7 ქულა.
3.     სხვა ქვეყნიდან  მოსწავლის მიღება დასაშვებია აპოსტილის მიღების და დამატებითი სასწავლო გეგმების ორგანიზებისას.
მოსწავლე სკოლაში ჩარიცხულად ითვლება საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
•    დასაშვებია მოსწალეების პარალელურ კლასებში გადასვლა. ამ საკითხს  წყვეტს სკოლის დირექტორი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე
სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები, მათ განკარგულებაშია ახლად გარემონტებული :
•    შენობა, საკლასო ოთახებით, დერეფნებითა და ავტონომიური გათბობით;
•    სააქტო, შიდა და გარე სპორტული დარბაზებითა და მოედნებით.
•    სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებით
•    ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერული კაბინეტი.
•    კომპიუტერებით უზურნველყოფილი სასკოლო ბიბლიოთეკა და წიგნთა საბიბლიოთეკო ფონდი
•    სასადილო და ბუფეტი ;
•    სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წრეები, სტუდიები და სპორტული სექციები.

9.2 მოსწავლის გარიცხვა
1.    სკოლიდან მოსწავლის ამორიცხვა ხდება:
•    მშობლებთან დადებულ ხელშეკრულების საფუძველზე
•    სხვა სკოლაში  გადასვლისას სათანადო საბუთების (მოთხოვნა, დასტური) წარმოდგენის შემთხვევაში;
•    მშობლის განცხადების საფუძველზე (X,XI,XII კლასი)
მუხლი 10. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

1. სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად მოსწავლე 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და  დადგენილი წესით არ დარეგისტრირებულა ექსტერნად;
ბ) სკოლაში ჩარიცხული პირველი კლასის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას;
გ) მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
დ) დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი;
ე) მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება და მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,
3. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
4. მოსწავლეს სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) არ იხდის სწავლის საფასურს.
5. მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით.
2.    მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა, ხდება:
•    სკოლის დირეექციის მოთხოვნით, პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად.
                            
მუხლი 11. მასწავლებლის უფლება მავალეობები
პედაგოგს უფლება აქვს:

1.    პირადად მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში.
2.    მონაწილეობა მიიღოს სკოლის ფუნქციონირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტის შემუშავებაში.
3.    ისარგებლოს სწავლისა და აღზრდის მეთოდების არჩევისა და გამოყენების  თავისუფლებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.    ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და   სკოლის მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებითა და გარანტიებით.
5.    მოსთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას მუშაობისთვის აუცილებელი    პირობები.
6.    მიიღოს შრომის ანაზღაურება გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
7.    მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან  მათთვის    დაკისრებული      მოვალეობის შესრულება.
8.    მიიღოს დროული ინფორმაცია მოსწავლეთათვის ოლიმპიადების, კონფერენციების სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ და სხვა.
9.    მოსთხოვოს კლასის დამრიგებელს მოსწავლის მშობლის გამოძახება სკოლაში.
10.    გაეცნოს ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას (წესდებას, შინაგანაწესს სტრუქტურას) და  სკოლაში მასზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციას.
11.    სკოლა ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი საჯარო  ინფორმაცია 10 დღის ვადაში.
12.    ისარგებლოს სასწავლებლის უძრავ_მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად შინაგანაწესით და წესდებით  განსაზღვრული ფორმით.
13.     მოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი         საკითხის განხილვა პედასაბჭოზე  და, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დამფუძნებელთა კრებაზე.  

პედაგოგი ვალდებულია:
1.    შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით,  ეთიკის კოდექსის ნორმებით, შინაგანაწესით,  სკოლის წესდებით  და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესები
2.    ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური და გონებრივი უნარ_ჩვევები  განათლების ეროვნული მიზნების ცხოვრებაში რეალიზებისათვის
3.     დაეხმაროს, მოზარდს _ შეძლოს ზოგადი განათლების სამივე საფეხურების  ეროვნული სასწავლო გეგმით  დადგენილი მიღწევის დონის დაძლევაში, რომელსაც სახელმწიფო  დაადასტურებს  შესაბამისი  დოკუმენტის  გაცემით.
4.    სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე.
5.    პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს   საქართველოს კანონმდებლობითა და  ეთიკის კოდექსის ნორმებით.
6.    ყველა გაკვეთილი ჩაატაროს ახალი მეთოდებითა და ხერხებით და მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება.
7.    შეაფასოს მოსწავლე ობიექტურად და მოსწავლის მიერ მიღებული მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება  კომპონენტების მიხედვით შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ გვერდზე, ხოლო მოსწავლეთა  გაცდენები კი შესაბამის გრაფაში.
8.    აწარმოოს საკლასო ჟურნალი _ ჟურნალის წარმოების წესის შესაბამისად.
9.     დაიცვას სკოლის მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას ფიზიკური  და   ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა მიმართ.
10.     მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებასა და მზრუნველობას ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
11.    მასწავლებელი სერიოზულობით ეკიდება მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად, რათა მოიპოვოს მოსწავლეთა ნდობა.

12.     იმუშაოს კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულოს  სკოლის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, დებულებებითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები.
13.     ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დაცვა:
•    მასწავლებელი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ სხვა პიროვნული თავისებურებებისა.
•    მასწავლებელი ყოველთვის მზად არის გაუზიაროს შეძენილი ცოდნა კოლეგებს და ითანამშრომლოს მათთან  სწავლების ახალი მეთოდების სასწავლო პროცესში გამოცდის მიზნით.
•    მასწავლებელი ვალდებულია თავი  შეიკავოს მოსწავლეების, მშობლების ან სხვა მასწავლებლების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისაგან.
•    მასწავლებელს თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

14.    აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია.
15.    დაიცვან სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად  გამოიყენოს იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შემოქმედებითი და ეფექტური შესრულებისთვის,
16.    დროულად  და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი.
17.    მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის    მაღალი შედეგების მისაღწევად.
18.    დაიცვას უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები.
19.    ყოველთვის იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი ბავშვებთან, მათ    მშობლებსა და  თანამშრომლებთან.
20.    სისუფთავესა და წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი.
21.    გაუფრთხილდეს სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს.
22.    ეკონომიურად  ხარჯონ სათბობი მასალები  და ელ- ენერგია
23.    მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის გარკვევასა და დარეგულირებაში.
24.    დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები.
25.    მოსწავლის მიერ მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას.
26.    მოსწავლეთა მიმდინარე ყოველდღიური განმსაზღვრელი  შეფასებები _ კომპონენტების მიხედვით და  გაცდენები შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე ყოველდღიურად.
27.    მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი სემესტრული და წლიური განმსაზღვრელი შეფასება ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე.
28.    შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები და მოთხოვნები.
29.    იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გაკვეთილების,   კლასგარეშე  და სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას.
30.     იზრუნოს სწავლა-სწავლების შედეგებზე.
31.     დოკუმენტაციის დროულ და ზუსტ წარმოებაზე.

მუხლი 12. დამრიგებელს ევალება:

•    შეაგროვოს ყველა მშობლის აქტუალური საკონტაქტო ინფორმაცია, რომ შეძლოს მოსწავლის ოჯახთან დროულად დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში.
•    შეატყობინოს მშობელს მოსწავლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ და ხელი  შეუწყოს მის ჩართვას დისციპლინურ ღონისძიებებში.

•    მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
•    მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში.
•    მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა მინიმუმ თვეში ერთხელ.
•    რეაგირების გარეშე არ დატოვოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის არც ერთი შემთხვევა და იმოქმედოს შინაგანაწესის შესაბამისად.
•    სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე და აკონტროლოს კლასის დღის რეჟიმი და მოსწავლეთა დისციპლინა საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე.
•    აწარმოოს საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება – გარკვევა და მოსწავლეთა ყოველკვირეული დასწრების ასახვა სკოლის დოკუმენტში და ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციისათვის.
•    სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება  მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
•    თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა  ადმინისტრაციისაგან.
•    ინდივიდუალური შეხვედრების დროს აცნობოს მშობლებს შვილის მოსწრების შესახებ.
•    გაიგოს  მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი.
•    პერიოდულად გამოკითხოს საგნების მასწავლებლებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.
•    ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაცდენები და საგნის მასწავლებლების  მიერ მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი  შეფასების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი განმსაზღვრელი  სემესტრული და წლიური შეფასება ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე.
•    ოფიციალურად გააფრთხილოს მშობელი შვილის მიერ გაკვეთილების არასაპატიო   გაცდენებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ.
•    სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე დაწეროს მოკლე დახასიათება, სადაც აღწერს: მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, პიროვნულ  პრობლემებსა და ზოგად წარმატებებს, მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე ღონისძიებებში რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აცნობებს მშობელს.
•    დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, უკეთ განვითარებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში, ხელს უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების გამოვლენასა და სპორტულ წრეებსა და კლუბებში  ჩართვაში და სხვა.
•    ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას.
•    დამრიგებელი პასუხისმგებელია თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ყოველდღიური დასწრების აღრიცხვასა და შემოწმებაზე, კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე.
•    მინიმუმ წელიწადში ერთხელ, მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული მარშუტით წაიყვანოს კლასი ექსკურსიაზე,.
•    დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ საუბარი მეორის მშობლის თანდასწრებით.

 მუხლი 13. მასწავლებელს ეკრძალება:
•    მოსწავლეთათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
•    სკოლის ქონებისა და ინვენტარის განადგურება.
•    ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
•    მოსწავლეების ღირსების შელახვა.
•    ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ნარკოტიკული და             ალკოჰოლური ნივთიერებების შემოტანა, მოხმარება და გავრცელება.
•    ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მწარმსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს გაფრთხილება                                                       
•    ორზე მეტი დაგვიანებისთვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და    სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.
•     პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების და უსაფრთხოების           წესების  დარღვევისთვის.  
•    პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.
•    კალენდარული გეგმის შეუსრულებლობის ან მისი არ ქონისათვის.
•    დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისთვის.
•    საკლასო ჟურნალის არასწორი წარმოებისათვის.
•    საგანში კლასების მიხედვით სილაბუსის არ ქონისათვის.
საყვედური
•    ორი გაფრთხილების მიღებისათვის .
•    მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
•    ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლების დარღვევისათვის.
•    შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.
•    არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის.
სასტიკი საყვედური
•    სკოლის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის.
•    გაკვეთილზე სისტემატიური არასაპატიო დაგვიანება-გაცდენისათვის.
•    დამრიგებლისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისა და ისეთი საქციელის ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს.
•    Yაღიშნული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.

თანამშრომებელი შეიძლება განთავისუფლდეს
•    სამსახურის ვადის    ამოწურვისას.
•     საკუთარი ინიციატივით.
•     შტატებით გათვალისწინებულ საშტატო ერთეულის შემცირებისას.
•     დაწესებულების ლიკვიდაციისას.
•     დისციპლინარული გადაცდომებისას.
•     ხანგრძლივი შრომისუუნარიანობისას (თუ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს).
•     მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
•     მოსწავლეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვისათვის.
•     მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის.
•     სხვადასხვა დაწესებულებებში გადასვლასთან დაკავშირებით.
•     გარდაცვალებისას.
•     ორი და მეტი საყვედურის გამოცხადებისას.
•     სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი გადაცდომისათვის.
•    სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

მუხლი14. მოსწავლეთა უფლება_მოვალეობანი, დისციპლინური სასჯელი
მოსწავლეთა უფლებები:
1.    მოსწავლეებს  მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად
2.    მოსწავლეს აქვს რწმენის აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებაყოფლობით არჩევისა და შეცვლის უფლება

3.    მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება
4.    დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან
5.    გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე
6.    აირჩიოს ან აირჩეს მოსწავლეთა თვითმმართველობაში
7.    მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული    მოვალეობის შესრულება
8.    მიიღოს მასწავლებლისგან ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ
9.    უფასოდ ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით
10.    ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის
დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობები
11.    მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადებს, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და შემოქმედებითი  კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით.
12.    ისარგებლოს სკოლის სამედცინო მომსახურებით
13.    მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, თვითმმართველობასა და სამეურვეო საბჭოზე

14.    სკოლაში გაეცნოს ნებისმიერ საჯარო და მასზე არსებულ პერსონალურ ინფორამაციას

მოსწავლეთა მოვალეობები
1.    მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა  და შინაგანაწესით დადგენილი წესები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
2.    გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად
3.    მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან
4.    დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების    სამართლიან მოწოდებას
5.    სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს
6.    პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
7.    შეატყობინოს სკოლის დირექციას  ქცევის კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში

მოსწავლეს ეკრძალება

1    სასწავლო პროცესის დასრულებამდე დატოვოს სკოლის ტერიტორია
2     მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვა მოსწავლეს
3     სკოლის ქონებისა და სასკოლო ინვეტარის  დაზიანება
4     სხვადასხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა.
5     ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
6     ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა.
7    სკოლაში მობილური ტელეფონების და სხვა ელექტრონული ტექნიკის   უნებართვო გამოყენება.                                      
8.     ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი  და ნარკოტიკული ნივთიერებების და კანონით აკრძალული სხვა ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება
9.  სკოლის  შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა.
10. სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების   გაკეთება
11. ბილწსიტყვაობა
12. ქურდობა
13. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს     უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას
14. წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა

მუხლი 15. მოსწავლის ქცევის წესები
მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1.    მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს  მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2.    მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან,  ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე  სახის შეურაცხყოფას.
მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა  და სასკოლო ღონისძიებების დროს
ა) მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ    ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
ბ) გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს  სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  ნივთები.
გ) მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების   შელახვის გარეშე.  
დ) მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
ე)  მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ვ) მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
ზ) მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
თ) მოსწავლე  არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
ი) მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
კ) მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის  დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით  გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 16. მოსწავლეთა ჩხრეკა
1.    დირექტორსა და მის მოადგილეს აქვს უფლება, სკოლის ტერიტორიაზე გაჩხრიკოს მოსწავლე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს რაიმე უკანონო, ან სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთებს
2.    სასკოლო ექსკურსიებზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლე ფლობს უკანონო ნივთებს, მისი გაჩხრეკის უფლება აქვთ ექსკურსიაზე პასუხისმგებელ მასწავლებელს.
3.    მოსწავლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მესამე სრულწლოვანი პირის თანდასწრებით
4.    პირი, რომელიც ჩხრეკას ჩაატარებს, ვალდებულია, ამოღებული ნივთი, თუ ის არ არის უკანონო და არ ქმნის სხვა მოსწავლეებისათვის საფრთხეს, დაუბრონოს მოსწავლეს დაუყოვნებლივ.

მუხლი 17. დისციპლინური სასჯელი
1.  მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად შეიძლება გამოყენებულ იქნას პედაგოგის მხრიდან:
      ა) შენიშვნა,
ბ) სიტყვიერი გაფრთხილება,

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად სკოლის დირექციისაგან შეიძლება გამოყენებულ იქნას:
ა) მითითება;
ბ) სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს  შესრულება. (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკისა ან შენობის სხვა ნაწილის დასუფთავებაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში)
გ) 1_ 5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა (გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი);
დ) მოსწავლის სტატუსის  შეჩერება  ან სკოლიდან გარიცხვა (გადაწყვეტილებას  იღებს პედაგოგიური საბჭო)
ე)Nნულოვანი ტოლერანტობა,  რომლის დროსაც მოსწავლეზე არ ვრცელდება შემამსუბუქებელი პროცედურა და ირიცხება სკოლიდან,  კერძოდ.:
•    მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა
•    ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება,  
•    ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მოხმარება, შენახვა და გავრცელება.
3. მოსწავლის მიერ ქცევის წესების დარღვევის, სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში კლასის დამრიგებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობელს. მშობელი ვალდებულია, მიიღოს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.
წამლის მიღება სკოლაში:
    წამალი უნდა გადაეცეს სკოლის ექიმს, არარსებობის შემთხვევაში – დამრიგებელს, მშობლის წერილთან ერთად.
    ყველა წამალი უნდა ინახებოდეს, თავის ორიგინალურ ყუთში
    წამლის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმისა, ან კომპეტენტური ზედამხედველის მეთვალყურეობით.
 მუხლი 18. სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლის მშობელთა უფლება_მოვალეობები

სკოლის მუშაკთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ”.
სკოლაში დისციპლინის შენარჩუნება დამყარებულია საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილის ადამიანური უფლებების პატივისცემაზე. დაუშვებელია მოსწავლეების მიმართ ზემოქმედების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზომების გამოყენება.
ამ პრინციპის დამრღვევი თანამშრომლების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული ზომები, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.
სკოლის მუშაკს, მშობელსა და მოსწავლეს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ სკოლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები, ზარალის შემთხვევაში მიიღონ სრული ანაზღაურება
მუხლი 19. მოსწავლის მშობლების უფლება_მოვალეობები
        სკოლის მოსწავლის მშობელს (კანონიერ წამომადგენელს)  უფლება აქვს:
ა)    მოითხოვოს სასწავლო პროცესში ჩართულ პირთაგან დაკისრებული მოვალეობის შესრულება
ბ)    მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან და სკოლის ადმინისტრაციისგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე
გ)    გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებებზე
დ)    გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარს, მოსწავლის  აკადემიურ მოსწრებას
ე)    გაეცნოს სკოლის წესდებას, შინაგანაწსს, სასწავლო პროცესის მარეგლამენტირებელ სხვა დოკუმენტებს
ვ)    დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები და წერილობითი განცხადებით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ბავშვის უფლებების  დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს  შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს პასუხი
ზ) გაასაჩივროს დირექციის მიერ გამოტანილი დისციპლინური სასჯელი. ……აღნიშნული საჩივარი განიხილოს 14 დღის ვადაში  და შესაბამისი დასკვნა წერილობით წარუდგინოს  მოსწავლესა და მის მშობელს.
თ)   მასწავლებლის მიერ დაწერილი სემესტრული  ნიშანი გაასაჩივროს         სკოლის    დირექციაში. დირექცია ვალდებულია,  7 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც კომისის შექმნიდან არაუგვიანეს სამ დღეში,  შეისწავლის საჩივრის საფუძვლიანობას და დაწერს შესაბამის ნიშანს.
ი) კლასის მოსწავლეთა  მშობლების 4/5 –ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია,  მასწავლებელს ჩამოართვას ამ კლასთან  გაკვეთილების ჩატარების უფლება
     კ) კლასის მოსწავლეA მშობლების 2/3-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი      დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ამ კლასის დამრიგებელი გაათავისუფლოს  თანამდებობიდან

მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:
    ა) შექმნას თავისი ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები
    ბ) შეასრულოს სკოლის ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები
   გ)შეასრულოს დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით  გათვალისწინებული მოთხოვნები
  დ) აანაზღაუროს  თავისი შვილის მიერ სკოლისათვის მიყენებული   მატერიალური  ზარალი.
   ე) პირველსავე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში (სკოლაში მშობლის გამოძახების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში და კლასის დამრიგებელს)

 მუხლი20. წახალისება
წახალისების სახეები
სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობები სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შეასრულა, გამოავლინა განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალებათა შესრულების შესაძლებლობა და კეთილსინდისიერად ემსახურა სკოლას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა;
გ) თანამდებობრივად დაწინაურება/წახალისება.
აკადემიური მოსწრების, დისციპლინის, სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისათვის სკოლის დირექტორმა ან პედაგოგიურ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოებმა წარდგინებით შეიძლება გამოიყენონ მოსწავლის წახალისების შემდეგი სახეობები:
ა)  მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის გაცემა;
გ) სიგელის გადაცემა;
დ) გარკვეული შეღავათის მინიჭება.
წახალისების გამოყენების წესი

1. წახალისების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) ინიციატივით ან პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოს წინადადებით.
2. წახალისების თაობაზე სკოლის ბრძანება შეიტანება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის პირად საქმეში.
3. შესაძლებელია ერთდროულად წახალისების რამოდენიმე ფორმის გამოყენება.
4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური გადაცდომისას პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
                         
 მუხლი 21. საჩივრის განხილვა

კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს, ხოლო მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ზემდგომ ორგანოებს.
 

თავი IV.
შრომითი შინაგანაწესი
ძირითადი დებულება.
წინამდებარე წესდება შემუშავებულია და დამტკიცებულია საქართველოს შრომის კოდექსის მე 13 მუხლის თანახმად და მიზნად ისახავს შრომითი კოლექტივის მუშაობის სწორ ორგანიზებას, სამუშაო დროის რაციონალურ გამოყენებას, თანამშრომელთა შრომის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებას, შრომითი დისციპლინის  გამყარებას.

მუხლი 22. თანამშრომლების დანიშვნა – განთავისუფლება
1.    სამსახურში მიღებისას (შრომითი ხელსეკრულების გარკვეული დროით დადებისას) ადმინისტრაცია მოითხოვს შემდეგ დოკუმენტაციას:
•    ჩV
•    პირადობის მოწმობა.
•    შრომის წიგნაკი ან ცნობა ბოლო სამუშაო ადგილიდან.
•    დოკუმენტი განათლების ან პროფესიულ მომზადების შესახებ (თუ  თანამდებობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კვალიფიკაციას ან  პროფესიულ მომზადებას).
2.    Pპირებმა, რომლებიც მუშაობას იწყებენ შეთავსებით, შრომის წიგნაკის ნაცვლად უნდა წარადგინონ ცნობა ძირითადი სამუშაო ადგილიდან თანამდებობის და სამუშაო გრაფიკის მითითებით.
3.    სამუშაოზე მიღება ფორმდება თანამშრომელსა და სკოლას შორის წერილობით, გარკვეული ვადის (ერთწლიანი) შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერით. ყველა მიღებულ თანამშრომელზე სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას. ახლად დანიშნულ თანამშრომელს უწესდება გამოსაცდელი ვადა, არა უმეტეს 3 თვისა. (საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 9).
4.    უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამდ ახლადმიღებულ ან სხვა სამსახურში გადაყვანილ თანამშრომელს აცნობს მასზე დაკისრებულ სამუშაოს, თანამდებობრივ მოვალეობებს, შრომის ანაზღაურების პირობებს, სამუშაო გრაფიკსა და რეგლამენტს, სუბორდინაციას, უხსნის მის უფლებებს და მოვალეობებს.
5.    დირექტორის თანაშემწე უსაფრთხოების დარგში (სპეციალურ  ჟურნალში ხელისმოწერით) აცნობს თანამშრომელს უსაფრთხოების წესებს, სანიტარულ, ხანძარსაწინააღმდეგო და სამსახურებრივი სივრცის გამოყენების სხვა წესებს.
6.    დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში თანამშრომელს უტარებს ინსტრუქტაჟს სკოლის რეჟიმის შესახებ, აცნობს მას სკოლის შიდა შრომითი განრიგის წესდებას, მდივანი ხსნის თანამშრომლის “პირად საქმეს”.
7.    ყველა თანამშრომელზე წარმოებს პირადი საქმე, რომელშიც შედის:
    კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი/ჩV
    ავტობიოგრაფია.
    განცხადება სამსახურში მიღებაზე.
    შრომის წიგნაკს ან ცნობა ბოლო სამუშაო ადგილიდან.
    დოკუმენტი განათლების ან პროფესიულ მომზადების შესახებ, თუ  თანამდებობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კვალიფიკაციას ან  პროფესიულ მომზადებას.
    ბრძანების ამონაწერი დანიშვნაზე, გადაადგილებაზე, წახალისებასა და გათავისუფლებაზე.
პირადი საქმე ინახება სკოლაში.
8.    თანამშრომლების დათხოვნა რეგულირდება შრომის კოდექსის 37, 38 მუხლებით.
9.    უმიზეზოდ სამსახურის გაცდენის ან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია მოითხოვს თანამშრომლისგან წერილობითი ახსნა-განმარტებას და შემდგომ იღებს  გადაწყვეტილებას სახდელზე.
10.    გათავისუფლების დღეს ადმინისტრაცია აწარმოებს დათხოვნილ თანამშრომელთან სრულ ფულად ანგარიშსწორებას და გადასცემს მას სათანადოდ შევსებულ შრომის წიგნაკს. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი იწერება შრომის წიგნაკში შრომის კოდექსის მუხლებისა და პუნქტების მითითებით. გათავისუფლებული თანამშრომლის პირადი საქმე ინახება სკოლის არქივში.
11.    სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების ტელეფონის ნომრები და მისამართები არ  გადაეცემა მესამე პირს  ან სხვა ორგანიზაციებს მათი ნებართვის გარეშე.

მუხლი 23.თანამშრომლების მოვალეობები
სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულიაA
1.    აწარმოოს თავისი სამუშაო სკოლის მისიის კონტექსტში, სკოლის საერთო მიზნებიდან გამომდინარე კორექტირება გაუკეთოს საკუთარი მუშაობის გეგმებს და ამოცანებს.
2.    ხელი შეუწყოს სკოლაში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, ყოველმხრივ დაეხმაროს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრას.
3.    იმუშაოს კეთილსინდისიერად, შეინარჩუნოს შრომითი დისციპლინა, ზუსტად და დროულად შეასრულოს სკოლის ადმინისტრაციის განკარგულებები, გამოიყენოს მთელი თავისი სამუშაო დრო შრომისათვის, თავი შეიკავოს ქმედებებისაგან, რომლებიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
4.    სისტემატიურად აამაღლოს საკუთარი პროფესიონალური და სამსახურებრივი კვალიფიკაცია.
5.    დაიცვას უსაფრთხოების წესები, ტრავმის ნებისმიერი შემთხვევა დაუყოვნებლივ მოახსენოს ადმინისტრაციას.
6.    დადგენილ ვადებში გაიაროს სამედიცინო კონტროლი, დაიცვას სანიტარული  ნორმები და შრომის ჰიგიენა.
7.    დაიცვას  სახანძრო უსაფრთხოების წესები.
8.    სამუშაო ადგილი, ავეჯი, მოწყობილობა დანადგარები სულ ჰქონდეს მოწესრიგებულ მდგომარეობაში, შეინარჩუნოს სისუფთავე  სკოლის შენობაში.
9.    სწორად და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს სკოლის მიერ მასზე მინდობილი საშუალებები, მოწყობილობები, სასწავლო და საორგანიზაციო – სამართლებრივი მასალები, არ დაუშვას მათი მესამე პირზე, სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაცემა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.
10.    შეინარჩუნოს დოკუმენტაციის და მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესი.
11.    შეინარჩუნოს სკოლის ქონება, ფრთხილად გამოიყენოს მასალები, რაციონალურად ხარჯოს ელექტროენერგია, სითბო, წყალი.
12.    პატივი სცეს თანამშრომელთა და მოსწავლეთა ღირსებას, არ დაუშვას  მათ მიმართ უხამსობა, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი მშობლებისადმი და კოლექტივისადმი.
13.    დროულად გაეცნოს განკარგულებებს და სამუშაო გეგმებს.
14.    დროულად  და აკურატულად აწარმოოს დაგეგმილი დოკუმენტაცია.
15.    გამოუცხადებლობის მიზეზის მიუხედავად დროულად და დამოუკიდებლად გაიგოს მონაცემები თათბირების შესახებ და მათი შედეგები
16.    შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს სკოლის მაღალეფექტურ, დინამიურ და მდგრად განვითარებას.

მუხლი 24.პედაგოგი ვალდებულია
1.    სისტემატირად აწარმოოს მოსწავლეთა ატესტაცია და მონაცემები შეიტანოს ჟურნალებში, დღიურებსა და სკოლის სასწავლო ნაწილით დადგენილ სხვა დოკუმენტაციაში.
2.    სისტემატიურად აწარმოოს მოსწავლეთა წერილობითი ნაშრომის შემოწმება, მათი რეცენზირების ჩათვლით.
3.    აწარმოოს საკონტროლო ჭრილები, საკონტროლო და ლაბორატორიული შრომები, სასწავლო ნაწილის გეგმის თანახმად და ჩააბაროს მათი ანგარიში სასწავლო ნაწილს.
4.    სასწავლო სემესტრების შედეგების თანახმად ჩაატაროს მოსწავლეების ატესტაცია, შეავსოს საატესტაციო ფურცლები, რეიტინგული ანკეტები, მოსწავლეთა გაშლილი ანკეტები და სხვა.
5.    დადგენილი ფორმით მოსწავლის მშობლისათვის მოამზადოს ანგარიში სასწავლო წლის შედეგებიდან გამომდინარე და ჩააბაროს ის სასწავლო ნაწილში არა უგვიანეს 15 ივნისისა, საპირისპირო შემთხვევაში ადმინისტრაციას გააჩნია უფლება, გამოიყენოს დისციპლინური ზომები
6.    კლასის დამრიგებელმა, სკოლის დირექტორის ნებართვით, წელიწადში არა ნაკლებ 2ჯერ უნდა ჩაატაროს მშობელთა კრება, გამოიძახოს მშობელი სკოლაში.
7.    დაესწროს მშობელთა კრებას და საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში – კლასის დამრიგებლის მეშვეობით – გადასცეს შეტყობინება მშობლებს. დროულად გაეცნოს გაკვეთილების ცხრილს და მუშაობის გრაფიკს.
8.    გაეცნოს კონკრეტულ ფუნქციონალურ მოვალეობებს (რომელსაც ყველა თანამშრომელი ასრულებს) თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, სპეციალობას და კვალიფიკაციას განმარტავს, კვალიფიკაციური დახასიათების, სატარიფო კვალიფიციური ცნობარის, ნორმატული და შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივ ინსტრუქციას.

 მუხლი 25.ადმინისტრაციის მოვალეობა
1.    ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მაღალეფექტურ მუშაობას, შეუქმნას თანამშრომლებს აუცილებელი პირობები მათი მოვალეობის კარგად შესასრულებლად.
2.    უხელმძვანელოს პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა ისეთ მუშაობას, რომ ყველა მუშაობდეს თავის სპეციალობით, დაადგინოს მათი სამუშაო დრო, შეათანხმოს მასწავლებლებთან მათი დატვირთვა მომავალი სასწავლო წლისთვის.
3.    უზრუნველყოს ჯანმრთელი და უსაფრთხო მუშაობის გარემო, შენობა ნაგებობების გამართულობა, გათბობა, განათება, ინვენტარი და სხვა მოწყობილობები, მუშაობისათვის საჭირო სხვა მასალები.
4.    აკონტროლებს სწავლის პროცესის ხარისხს, გაკვეთილების ცხრილის შესრულებას, საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას, სასწავლო გეგმებს, კალენდარულ სასწავლო გრაფიკებს.
1.4.1.1    დაუშვებელია  მასწავლებლისათვის შენიშვნის გაკეთება მათ სამუშაოსან დაკავშირებით გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეების წინაშე.
5.    დროულად განიხილოს თანამშრომელთა წინადადებები, რომელიც მიმართულია სკოლის მოღვაწეობის გაუმჯობესებაზე. დაეხმაროს და წაახალისოს სკოლის საუკეთესო თანამშრომლები.
6.    გააუმჯობესოს შრომის ორგანიზება, უზრუნველყოს შრომის ანაზღაურების მოქმედი ხელშეკრულებები, დროულად გასცეს ხელფასი არა უგვიანეს შემდეგი თვის 10 რიცხვისა.
7.    დროულად შეატყობინოს თანამშრომლებს სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდურ კონფერენციებზე, ღონისძიებებს და გარემოებებზე, რომლებიც ახდენენ გავლენას მათი სამუშაოს მსვლელობაზე.
8.    მიიღონ ზომები სასწავლო და შრომითი დისციპლინის უზრუნველსაყოფად.
9.    ახალი სასწავლო წლის სამუშაო ხელშეკრულებების დადება გაფორმდეს მასწავლებლების შვებულებაში გასვლამდე.
10.    მუდმივად აკონტროლოს თანამშრომლების და მოსწავლეების მიერ: უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის, სანიტარულ და ჰიგიენური მოთხოვნების და ინსტრუქციების  ცოდნა.
                      
მუხლი 26.სამუშაო კვირის ხანგრძლივობა,
ყოველდღიური სამსახურის დაწყების და დასრულების დრო
1.    სკოლაში დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. დირექტორის მოადგილეების, ბუღალტერის, სამეურნეო ნაწილის უფროსის და მომსახურე პერსონალის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამსახურებრივი გრაფიკით.
2.    სამუშაო დღის  დასაწყისი ყველა თანამშრომლებისათვის დადგენილია 9 საათზე. სამუშაო დღე მთავრდება გაკვეთილების დასრულების შემდეგ (მომსახურე პერსონალის გარდა).
3.    სამუშაო გრაფიკს ამტკიცებს სკოლის დირექტორი და მასში გათვალისწინებულია სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო, შესვენებები.  თანამშრომლები ეცნობიან გრაფიკს რაზეც აწერენ ხელს, გრაფიკი გამოეკვრება თვალსაჩინო ადგილზე მისი ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე.
4.    მასწავლებლებისათვის ახალ სასწავლო წლის სამუშაო დატვირთვის დადგენა ხდება სკოლის დირექტორის მიერ მათი შვებულებაში გასვლამდე, ამავდროულად მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს კლასებისა და დატვირთვის შენარჩუნება. Mმასწავლებლების დატვირთვა შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი განაკვეთით გათვალისწინებულ საათებს. Mმასწავლებლის სასწავლო დატვირთვა, როგორც წესი, უნდა იყოს სტაბილური და არ მერყეობდეს წლის განმავლობაში, მისი შეცვლა შეიძლება მხოლოდ  განსაკუთრებულ შემთხვევაში.
5.    გაკვეთილების ცხრილს ადგენს სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოსწავლის დასვენების და შრომის რეჟიმის, სანიტარული ნორმების, პედაგოგის გონებრივი საქმიანობის  და დროის ეკონომიის გათვალისწინებით.
6.    სამუშაო საათებში სკოლის ადმინისტრაცია მოიზიდავს პედაგოგებს მორიგეობაზე. Mმორიგეობა იწყება სასწავლო პროცესის დაწყებამდე 20 წუთით ადრე და გრძელდება გაკვეთილების დასრულებამდე. Mმორიგეობის გრაფიკი შედგენილია სემესტრზე, შეთანხმებულია სასწავლო ნაწილთან და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ.
7.    საერთო კრება, პედაგოგიური  საბჭოსა და  საგნობროვი კათედრების სხდომა, როგორც წესი, გრძელდება არაუმეტეს  სამი საათისა, მშობელთა კრება — 2-3 საათი, მოსწავლეთა კრება — 1 საათი, სექციების და წრეების კრება — 45  წუთიდან საათნახევრამდე.
8.    უცხო პირების დაშვება გაკვეთილებზე  დაშვებულია მხოლოდ დირექტორის ან მისი მოადგილის ნებართვით. გაკვეთილის დაწყების შემდეგ კლსში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეებს.

 მუხლი 27.სკოლის პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ეკრძალება
•    თვითნებურად შეცვალონ მუშაობის გრაფიკი ან გაკვეთილების ცხრილი.
•    Gგააუქმონ, გაახანგრძლივონ ან შეამცირონ გაკვეთილების ხანგრძლივობა ან შესვენებები მათ შორის.
•    დროზე ადრე გაუშვან მოსწავლეები.
•    შეაყოვნონ  მოსწავლეები ზარის შემდეგ.
•    არ დაუშვან დაგვიანებული მოსწავლე გაკვეთილზე სასწავლო ნაწილის გაუფრთხილებლად.
•    გააძევოს მოსწავლე გაკვეთილიდან.
•    მოწიონ სკოლის შენობაში.

1.    ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია, რაც შეიძლება ადრე აცნობოს ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციასა და აგრეთვე სამსახურში გამოსვლის პირველივე დღეს წარადგინოს სამედიცინო ცნობა.  სკოლის თანამშრომელს ეკრძალება შენობის დატოვება სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე.
2.    პედაგოგებს, რომლებმაც დაიწყეს გაკვეთილი დადგენილ დროზე ადრე ან მის შემდეგ, პროპორციულად არ  უნაზღაურდებათ დახარჯული დრო. სასწავლო ნაწილი მოითხოვს მასწავლებლისაგან წერილობით ახსნას და მხოლოდ შემდეგ დირექტორის მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ.
3.    სასწავლო ნაწილი აწარმოებს სამუშაო საათების აღრიცხვის ტაბელს პედაგოგებზე, სხვა თანამშრომლებზე შესაბამისი სამსახურების უფროსები. ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართონ უშუალო ხელმძღვანელს. არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში თანამშრომელს აქვს უფლება წერილობით მიმართოს დირექტორს. Dდირექტორი განიხილავს განცხადებას და, არაუგვიანეს შვიდი სამუშაო დღისა, გასცმს პასუხს.   
მუხლი 28.არდადეგები
1.     არდადეგების დრო, თუ ეს არ ემთხვევა შვებულებას, ის ითვლება სამუშაო დროდ. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლები შეიძლება მიზიდულ იქნან  ადმინისტრაციის მიერ  პედაგოგიურ, ორგანიზაციულ  და მეთოდურ სამუშაოებზე მათი სასწავლო დატვირთულობის დროის ფარგლებში.
2.     არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ არდადეგებზე სამუშაო გეგმა და არდადაგების დასრულებიდან ერთი კვირის მანძილზე წარადგინონ ანგარიში გაწეულ სამუშაოზე.
3.     არდადეგების პერიოდში დამხმარე პერსონალი მიიზიდება სკოლის მომსახურეობის სამუშაოებზე მათთვის დადგენილი დროის ფარგლებში.
4.     არდადეგების პერიოდში მასწავლებლებს საკუთარი განცხადების თანახმად და სასწავლო  ნაწილთან შეთანხმებით, შეიძლება მიეცეს აუნაზღაურებული შვებულება.

მუხლი 29.ზეგანაკვეთური სამუშაო
 შრომის კოდექსის მე – 17 მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაოები. ზეგანაკვეთური სამუშაოების პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ
დასაქმებული უფლებამოსილია, დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები
უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
 
 მუხლი 30.წახალისება

1.    სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებისას, ნოვატორობისა და სამსახურში სხვა მიხწევებისას გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა)    მადლობის გამოცხადება;
ბ)    ფულადი ჯილდო;
გ)     საპატიო სიგელით დაჯილდოება.
2.    გასული წლის შედეგების შეჯამება და შესრულებული სამუშაოსათვის მასწავლებლის დაჯილდოება ხდება მომავალი წლის დასაწყისში.
3.    ფინანსური სასხრების არსებობის შემთხვევაში კალენდარული წლის დასასრულს ხდება თანამშრომლების დაჯილდოება.

P    პასუხისმგებლობა შრომითი  დისციპლინის დარღვევისათვის.
1.    საკუთარი თვითდაჯერებულობა, დაუდევრობა, განზრას მასზე დაკისრებული შრომითი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯერითი შესრულება, შიდა შრომითი განაწესის შეუსრულებლობა ან სკოლის ლოკალური აქტების შეუსრულებლობა, იწვევს დისციპლინური ზომების გატარებას.
2.    შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს შემდეგი დისციპლინური ზომები:
–    შენიშვნა;
–    საყვედური;
–    სასტიკი საყვედური;
–    შრომის კოდექსის მე-37, 38 მუხლების თანხმად სამსახურიდან დათხოვნა.
Nნებისმიერი დანაშაულისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი სასჯელი. Dდისციპლინარული ზომების  მიღების უფლება აქვს  მხოლოდ თანამდებობის პირს, რომელსაც გააჩნია უფლება, მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომელი (სკოლის დირექტორს)
3.    დისციპლინური ზომების გამოყენებამდე აუცილებელია მოითხოვოს ახსნა-განმარტება, წერილობითი ფორმით. ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან სიტყვიერი ფორმით მიცემა ხელს არ უშლის  დისციპლინური სასჯელის დაკისრებას.
 თანამშრომლის მიერ პროფესიული ქცევის ნორმების დარღვევის გამოკვლევა შეიძლება მოხდეს   მხოლოდ მასზე შესაბამისი ფორმით წერილობითი საჩივრის მიღების შემთხვევაში. საჩივრის ასლი უნდა გადაეცეს პედაგოგიურ თანამშრომელს. Dდისციპლინური  გამოძიების მსვლელობა, მისი შედეგები შეიძლება გახდეს ცნობილი საზოგადოებისათვის მხოლოდ დაინტერესებული პირის  თანხმობით, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა (პედაგოგიური საქმიანობის აკრძალვა, მოსწავლის უფლებების დაცვა).
4.    სასჯელის დადება უნდა მოხდეს დარღვევის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, თანამშრომლის ავადმყოფობის და შვებულების დროის გარდა.
სასჯელის დადება აკრძალულია შრომითი დისციპლინის დარღვევიდან ექვსი თვის გავლის შემდეგ.
5.    სასჯელი ცხადდება სკოლის ბრძანებით. ბრძანება უნდა შეიცავდეს მითითებას კონკრეტული შრომითი დისციპლინის დარღვევაზე, რისთვისაც  ცხადდება აღნიშნული სასჯელი და სასჯელის დაკისრების მოტივი. ბრძანება ხელმოწერით ეცნობება ტანამშრომელს  3 დღის ვადაში.
6.    სასჯელის მოქმედების მანძილზე თანამშრომლისადმი არ გამოიყენება წახალისების ზომები.
7.    სასჯელი ავტომატურად იხსნება, თუ თანამშრომელი ერთი წლის განმავლობაში არ მიიღებს სხვა სასჯელს. შრომითი კოდექსის ან  უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობით სკოლის დირექტორს უფლება აქვს, დროზე ადრე  მოხსნას სასჯელი, თუ თანამშრომელმა თავი გამოაჩინა, როგორც კეთილსინდისიელმა მუშაკმა.
საქართველოს შრომითი კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად  პედაგოგიური თანამშრომელი, ვის მოვალეობაშიც შედის  აღმზრდელობითი ფუნქციების შესრულება, შეიძლება გათავისუფლდეს ამორალური საქციელის ჩადენისათვის, რომელიც შეუთავსებულია შემდგომ სამსახურის გაგრძელებისთვის.
Aამორალურ საქციელად შეიძლება ჩაითვალოს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსწავლესთან ერთად სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელების დალევა, საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის სხვა წესების დარღვევა, რომლიც არ შეესაბამება პედაგოგის საზოგადოებრივ მდგომარეობას.
    პედაგოგი შეიძლება იქნას გათავისეფლებული მოსწავლზე პიროვნებაზე ფიზიკური ან მორალური ძალადობის მეთოდების გამოყენებისათვის. განათლების შესახებ კანონის   56-ე მუხლის მე-4ბ  პუნქტით.
ანაზღაურებული შვებულების  ხანგრძლივობა და შვებულება ანაზღაურების შენარჩუნების გარეშე
1.    ყოვეწლიური შვებულება გაიცემა თანამშრომლების განცხადების საფუძველზე შედგენილი და სკოლის დირექტორის  მიერ დამტკიცებული შვებულების გრაფიკისა და სკოლის დირექტორის ბრძანების თანახმად.
    თანამშრომლების სურვილისა და სკოლის ინტერესების გათვალისწინებით შვებულებების გრაფიკს ამტკიცებს სკოლის დირექტორი 1 აპრილამდე.
2.    აუნაზღაურებული შვებულება (ანაზღაურების შენარჩუნების გარეშე) მიეცემა თანამშრომელს ოჯახური პირობების ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზების გამო, განცხადების საფუძველზე, საპატიო მიზეზების აღნიშნული სახის შვებულებისათვის ადგენს სკოლის ადმინისტრაცია.
3.    შვებულება ითვლება მიცემულად ბრძანების მოწერის მომენტიდან. ბრძანების ხელის მოწერამდე ან სამსახურში შვრბულებიდან არადროული დაბრუნება ითვლება გაცდენად. აღნიშნულ ფაქტზე თანამშრომელს აწერინებენ ახსნა-განმარტებას, რომელიც არის სასჯელის დაკისრების საფუძველი. ახსნა-განმარტების დაწერაზე უარის განცხადების შემთხვევაში სამდივნოს თანამშრომლები ადგენენ აქტს, შემდეგ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ აქტზე.
4.    დათხოვნა ეძლევა თანამშრომელს ადმინისტრაციის მიერ ოჯახური პირობებით ან სხვა საპატიო მიზეზების გათვალისწინებით ჩატარებული არასამუშაო საათების  ფარგლებში. სხვა შემთხვევებში ფორმდება უხელფასო შვებულება. დათხოვნების კონტროლი  ევალება დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში.

თანამშრომლების მატერიალური პასუხისმგებლობა
1.    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომელს აკისრია მატერიალური პასუხისმგებლობა სკოლისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.
2.    შრომითი კოდექსის თანახმად, თანამშრომელს აკისრია სრული მატერიალური პასუხისმგებლობა. დირექტორი ადგენს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავებისას, პირებთან ფორმდება ხელშეკრულება სრული მატერიალური  პასუხისმგებლობის შესახებ.
3.     ზიანის ანაზღაურება ხდება სკოლის ადმინისტრაციის განკარგულების თანახმად  არა უგვიანეს ორი კვირისა  ზარალის აღმოჩენის დღიდან და მიმართავენ აღსრულებას შეტყობინებიდან  7 დღის შემდეგ (თუ ზარალი არ  აღემატება საშუალო ხელფასს) სხვა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს ადმინისტრაციული სარჩელით შესაბამის სასამართლოს.

ანაზღაურების გაცემის დრო და ადგოლი
•    შრომის ანაზღაურების ფორმა და რაოდენობა განისაზრვრება შრომითი ხელშეკრულებით და საშტატო განრიგით.
•    ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ არაუგვიანეს ნაშრომი თვის შემდგომი თვის 10 რიცხვისა.
•    ხელფასი გაეცემა როგორც ბანკომატში, ასევე მომსახურე ბანკში.

 მუხლი 31. შრომის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
•    უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლები ჯანსაღი და უსაფრთხო შრომის პირობებით.
•    უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურეობა.
•    უზრუნველყოს თანამშრომლებისა და სკოლის მოსწავლეების შრომისა და დასვენების რეჟიმი, დადგენილი შრომის და განათლების კანონმდებლობებით.
•    ჩაატაროს სწავლებები, ინსტრუქტაჟები სკოლის თანამშრომლებისათვის და შეამოწმოს მათი ცოდნა შრომის დაცვის ნორმების, ინსტრუქციებისა და წესდებების შესაბამისად.
•    Aავარიულ და საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას Uუზრუნველყოს აუცილებელი ზომები სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის დაზარალებულებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
•    Aაწარმოოს შრომის პირობების მიხედვით სამუშაო ადგილის ატესტაცია. ატესტაციის შედეგებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს ღონისძიებები შრომის დაცვისა და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისათვის.   
•    უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და მეთვალყურეობის ორგანოების წარმომადგენლების შეუფერხებელი დაშვება, შრომის მდგომარეობის, შრომის დაცვის კანონმდებლობის შესრულებისა და შრომის პირობების შესამოწმებლად, აგრეთვე უბედური შემთხვევების  და პროფესიული დაავადებების გამოსაძიებლად.

Mმოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლის თანამშრომელი ვალდებულია:
•    დაიცვას შრომითი დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებები, იზრუნოს სკოლის ქონებაზე.
•    დაიცვას შრომის დაცვის მოთხოვნები.
•    გაიაროს  სწავლება უსაფრთხო მეთოდებით და ხერხებით სამუშაოს შესრულების, შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი, სტაჟირება სამუშაო ადგილზე, შრომის დაცვის მოთხოვნების ცოდნის შემოწმება
•    დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო ან ზემდგომ ხელმძღვანელს:
ა)    ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობას
ბ)     სკოლაში მომხდარი ყველა უბედურ შემთხვევა, ან საკუთარი მდგომარეობის გაუარესება.   
•    Aაუცილებლად გაიაროს სავალდებულო (სამსახურში მიღების დროს) და პერიოდული (შრომითი საქმიანობის მსვლელობისას)  სამედიცინო დათვალიერება (გამოკვლევა).  

თავი V.
მუხლი 32. სკოლის ფინანსები და სამეურვო მოღვაწეობა
1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, მოსწავლეთა მშობლების მიერ დაწესებული სწავლის გადასახადით.
2. სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები შემოწირულობის სახით, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება  სკოლის ბიუჯეტში.
4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს მოწვეული დამოუკიდებლი აუდიტორი.

სკოლა უფლებამოსილია, ბავშვების მშობლებიდან და სხვა ფიზიკური პირებიდან მიიღოს ქონებრივი შემოწირულობები და შემონატანები.
სკოლა ფლობს, სარგებლობს და განაგებს მასზე მიმაგრებული ქონებას თავისი დანიშნულებიდან და სკოლის საქმიანობის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე.
დირექტორი პასუხისმგებელია სკოლაზე მიმაგრებული ქონების შენახვასა და ეფექტურ გამოყენებაზე.
სკოლის ქონება არის განუყოფელი და არ შეიძლება გადანაწილდეს შენატანის (პაის, წილების) მიხედვით, მათ შორის სკოლის თანამშრომლების შორის.
სკოლა აწარმოებს სამუშაოებს და უწევს მომსახურეობას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ხელშეკრულებების საფუძველზე. სკოლა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულებების დადებასან დაკავშირებით ვალდებულებებისა და სხვა პირობების დადგენისას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სკოლის წესდებას.
სკოლაში აკრძალულია ფულადი სახსრების შეკრება.
სკოლა ვალდებულია:
უზრუნველყოს საბიუჯეტო წესით მიღებული ფინანსური სახსრების მიზნობრივი ხარჯვა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პასუხი აგოს სახელშეკრულებო, საარენდო, საგადასახადო ვალდებულებების დარღვევაზე.
აწარმოოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ოპერატიული და საბუღალტრო აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობით და სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით დადგენილ ვადებში.

თავი VI
  მუხლი 33.სკოლის საქმიანობის რეგლამენტაცია
სკოლის საქმიანობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტებით და აგრეთვე შემდეგი სკოლის ლოკალური აქტებით:
•    სკოლის წესდებით
•    სკოლის შინაგანაწესით (მოწონებული თანამშრომელთა საერთო კრებაზე და დამტკიცებული სკოლის დირექტორის მიერ);
•    სკოლის სასწავლო გეგმით
•    სკოლის დირექტორის ბრძანებებითა და განკარგულებებით;
•    სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომელთა თანამდეობრივი დებულებით
•    პედაგოგიურ საბჭოზე დამტკიცებული მოსწავლის ქცევის წესებით;
•    დებულებით დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობის შესახებ;
•    შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფის  წესებით;
•    სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებით;
•    საგნობრივი კათედრების დებულებით;
•    მშობელთა კომიტეტის დებულებით;
•    მასწავლებლის მატერიაულ სტიმულირების და სახელფასო დანამატების დებულებით;
•    სასკოლო საგნობრივი კონკურსების, ოლიმპიადის დებულებით;
•    სასწავლო კაბინეტის დებულებით;
•    მოსწავლის შეფასების სისტემის, ფორმის, წესის, პერიოდული და შუალედური ატესტაციის დებულებით;
 მუხლი 34.შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია შრომითი კოლექტივის საერთო კრებაზე და მტკიცდება დირექტორის მიერ.
 მუხლი 35.შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა
შინაგანაწესის ძალაში შედის  დირექტორის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ. საჯაროობის მიზნით იგი გამოიკვრება სამასწავლებლოში, დირექტორის მოადგილეებთან, მისაღებსა და სკოლის ვებგვერდზე.